понедельник, 16 июля 2018 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

     დღევანდელი  დღეც ჩვეულებისამებრ დავიწყეთ გამეორებით. მოვახდინეთ საკუთარი პროექტის მოკლე განხილვა. მოვისმინეთ სხვა მასწავლებლების საკმაოდ საინტრესო და აქტუალური პროექტები. განსაკუთრებით მომეწონა ქალბატონ მარინა ქვრივიშვილის პროექტი: ,,სოფრომ მგალობლიშვილი ჩვენი სოფლის საამაყო შვილი". ასევე მომეწონა ქალბატონ იზა ლონგურაშვილის პროექტი: ,,თბილისისა და ლონდონის ღირშესანიშნაობები".
    ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, თანამედროვე სკოლაში მუშაობისთვის მეტად აუცილებელი. ვისწავლე პროექტზე მუშაობა. ვისწავლე ბლოგის შექმნა, დავწერე პროექტის გეგმა,დავამზადე ბუკლეტი, მოვიძიე თემასთან დაკავშირებული მასალები, ავაწყე პრეზენტაცია, შევქმენი საქაღალდე, სადაც მოვათავსე საჭირო მასალა.
    ტრენინგი იყო ჩემთვის  ნამდვილად მნიშვნელოვანი და აქტუალური.ვისწავლე როგორ გამოვიყენო სასწავლო პროცესში პროექტით სწავლება და მივაღწიო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.
    უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი ენერგიული და ნაყოფიერი მუშაობისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ.

пятница, 13 июля 2018 г.

ტრენინგის მერვე დღე

მეცადინეობა დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე. ვისწავლეთ პორთვოლიოს ატვირთვა ბლოგზრ. საქაღალდეს მივანიჭეთ მისამართი და გადავიტანეთ ბლოგში.როგორც ყოველთვის ტრენინგი წაიმართა საინტერესოდ.მადლობთ ქალბატონო ქეთი.

среда, 11 июля 2018 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

       გავიმეორეთ წინა მასალა. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. შევავსეთ სასწავლო პროცედურების ეტაპები. ტრენერმა ყურადღება გაგვამახვილებინა დავალების სახეობებზე, ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. დავასრულეთ პროექტის გეგმა. ტრენინგი იყო საინტერესო და შრომატევადი. სრულყოფილად აგვათვისებინა დღევანდელი დღის მასალა. მადლობა ამ ენერგიულ ქალბატონს!

вторник, 10 июля 2018 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა. გავაკეთეთ  მოსწავლისპრეზენტაცია.გავეცანით შეფასების რუბრიკებს.გადავხედეთ გეგმის ნიმუშებს,რომლებიცდაგვეხმარება გეგმის სწორად შედგენაშიდღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

ყოველი ახალი ტრენინგი  პირადად ჩემთვის ბევრის მომტანია.

суббота, 7 июля 2018 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო.თავდაპირველად გავიმეორეთ წინა მასალა.შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსების პრინციპს. ვისწავლეთ როგორ დავათვალიეროთ ერთმანეთის ბლოგები, ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები.ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე, ბლოგში სურათების ჩასმაზე.ვისწავლეთინტერნეტიდან სურათების გადმოწერა, ბლოგში სათაურის შეცვლა და გაჯეტების ჩასმა.
მადლობა ქალბატონ ქეთის. 

четверг, 5 июля 2018 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე დაიწყო შესწავლილი  მასალის გამეორებით,დეტალურად ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე. გავეცანით როგორ გავწეროთ დროში შეფასების გეგმა. ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე. ეს დღეც საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.

вторник, 3 июля 2018 г.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით.განვიხილეთ და განვსაზღვრეთ პროექტის გეგმა.ვისწავლეთ თუ როგორ დავწეროთ გეგმა სტანდარტის მიხედვით,რისი გადმოტანა და ჩასმაც ვისწავლეთ ინტერნეტიდან. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკომუნიკაციო საკითხებს.დღემ ჩაიარა საინტერესოდ. მადლობას გიხდით ამისთვის.

воскресенье, 1 июля 2018 г.

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამოკითხვით. განვიხილეთ საშინაო დავალება.გავეცანით პუბლიკაციის მომზადების წესებს.დავიწყეთ ბუკლეტის მომზადება.შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი და მოვათავსე დამხმარე საქაღალდეში და შევინახე drive-ში.